Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10385058_10203984592364876_2081900005_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
აფხაზი ჟურნალისტები თვლიან,რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის წარდგენა გაუჭირდება
ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ ლაკერბაია არჩევნებზე არ წავლენ, რადგან მათ "სახალხო ყრილობის" დროს, თავიანთი მოღვაწეობისა და პოზიციის სრული კომპრომეტაცია მოახდინეს, თვლის "ნუჟნაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი, იზიდა ჭანია.თუმცა, მან აღნიშნა, რომ ანქვაბი მხარს დაუჭერს, (მათ შორის ფინანსურადაც), ერთ-ერთ კანდიდატს. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, იზიდა ჭანიას თქმით, ამჟამად კონსულტაციები მიმიდინარეობს, თუმცა, ასეთ შანსს ჟურნალისტი სკეპტიკურად უყურებს. იზიდა ჭანია თვლის, რომ ერთადერთი, რაც ოპოზიციონერებს აერთიანებდა – ალექსანდრე ანქვაბთან ბრძოლა იყო - "სავარაუდოდ, მომავალში, ისინი დაიშლებიან ", - განუცხადა მან " კავკაზსკი უზელის" კორეპსონდენტს. იგივე აზრს იზიარებს გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი, ინალ ხაშიგი, თუმცა, ის აქვე აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებს ძალიან გაუჭირდებათ თავისი კანდიდატის პოვნა და წარდგენა, რადგან ალექსანდრე ანქვაბის მართვის ავტორიტარულმა სტილმა, ჟურნალისტის თქმით, მის მომხრეებს ყოველგვარი შანსი დაუკარგა. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, ინალ ხაშიმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია და რამდენიმე ამბიციური ლიდერით გამოირჩევა, ამიტომ, საეჭვოა, რომ ერთიანი კანდიდატის წარდგენა გახდეს შესაძლებელი. " სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის " ლიდერი - ხაჯინბა წარადგენს, შესაძლოა ," არუაა"-ს ვეტერანებისგან , საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი- სერგეი შამბა, საპრეზიდენტო ამბიციები შესაძლოა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას  გაუჩნდეს, - განაცხადა ჟურნალისტმა. რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულებს,ინალ ხაშიგის შეფასებით, მაქსიმალური შანსები ამჟამად რაულ ხაჯინბას აქვს, თუმცა, შეინარჩუნებს თუ არა ის ამ უპირატესობას,ხაშიგის სიტყვებით -უცნობია.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.