Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ITALIA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ITALIA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ITALIA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ITALIA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"კანიონინგის" იტალიელი სპეციალისტები სამეგრელოს სტუმრობენ (ვიდეო)
„კანიონინგის“ იტალიელი სპეციალიტების 12 კაციანი დელეგაცია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული სპორტის სახეობისთვის შესაბამის ადგილებს შეისწავლიან. დღეს, ექსპედიციის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორს ლევან შონიას შეხვდნენ და ჩატარებულ სამუშაოებზე ესაუბრნენ. მათ უკვე შეისწავლეს მონაკვეთი სოფელ მუხურიდან მდ. ხობისწყალის სათავემდე. აღნიშნული არეალი შერჩეულ იქნა წყალუხვი ჩანჩქერების, ტბების, კანიონებისა და ბუნების ძეგლების განსაკუთრებული სიუხვის გამო, რაც ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, „კანიონინგის“ სკოლის ინსტრუქტორმა იტალიაში, ფრანჩესკო ბერტიმ აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. კვირას, იტალიელები ჩაატარებენ ტრენინგს,რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობიდან გიდებსა და ინსტრუქტირებს მოამზადებენ. შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ, ეს ადამიანები ტურისტებთან მუშაობას შეუდგებიან. გუბერნატორმა ექსპედიციის წევრებს დახმარება აღუთქვა და სამეგრელოში კანიონინგის სასწავლო ცენტრის გახსნა შესთავაზა, სადაც საქართველოს მასშტაბით დაინტერესებული პირები შეძლებენ ამ კუთხით ცოდნის მიღებას და შემდგომში ექსტრემალური ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას. „კანიონინგი“, სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს, როგორიცაა ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა. „კანიონინგი“ საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.