Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0034.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0034.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0034.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0034.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი გათავისუფლებულ პოლიციელზე - ვთქვი, რომ ეს იყო არასწორი და ამას უცილობლად გაეცემოდა პასუხი (ვიდეო)
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები, სოფელ ჯიხაშკარში, პოლიციიდან გათავისუფლებულ ბექა ჩარგაზიას, მისი ოჯახის წევრებსა და სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდნენ. ყოფილი პოლიციელი ბექა ჩარგაზია ამბობს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. „რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო ჩვენთან. ხალხმა შეკრება რომ დაიწყო, მანქანიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია გადმობრძანდა და მათ უთხრა: „თურმე თქვენი თანასოფლელი, პოლიციის მოქმედი თანამშრომელი,  „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ატარებს აგიტაციასო. ხალხის კითხვაზე, თუ ვინ იყო ის, გვასალიამ უპასუხა: ამას ხვალ გაიგებთო!“, - ამბობს ბექა ჩარგაზია. ბექა ჩარგაზიას თქმით, ამის შემდეგ, ის სამსახურიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ჩარგაზიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა , მათ ოჯახზე პოლიტიკური ზეწოლა სისტემატიურად ხორციელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩარგაზიების ოჯახს დახმარებას დაჰპირდნენ. „ჩვენ ამ საკითხს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას გავაცნობთ. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. მინდა აღვნიშნო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ბექა ჩარგაზიას სოფლის გამგებლად წარვადგენთ“, - თქვა თენგიზ გუნავამ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელი ლაშა გვასალიამ რადიო „ათინათან“ საუბარში განაცხადა, რომ მას ბექა ჩარგაზიას გათავისუფლებაში წვლილი არ მიუძღვის, თუმცა ამბობს, რომ „ბექა ჩარგაზია არამარტო  „ნაციონალური მოძრაობის“ საარგებლოდ ატარებდა აგიტაციას, არამედ ხევდა „ქართული ოცნების“ პლაკატებს“. „მე ვთქვი, რომ ეს იყო არასწორი და ამას უცილობლად გაეცმოდა პასუხი შესაბამისმა სამსახურებიდან. მას ჰქონია გაფრთხილება სამსაურში და ალბათ ესეც გაიგეს და მიიღეს გადაწყვეტილება. მერე ეს ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა ასეთი რაღაც მოხდაო...მე ვუთხარი: არ უნდა გაგეკეთებინა ძმაო ეს. შენ ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ხარ და ხევ პლაკატებს, ეს მიუღებელია და ეტყობა შესაბამისი პასუხი მიიღე- მეთქი“, - ამბობს ლაშა გვასალია.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.