Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/techno1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/techno1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/techno1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/techno1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სენაკში სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, გაეროსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებულ დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროგრამას გაეცნენ, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულატაციო ცენტრი და ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა სათბურები მოინახულეს. სენაკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, _ აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2013 და 2014 წლებში ფერმერთა საკონსულტაციო, ექსტენციის ცენტრში პრაქტიკული დახმარება აქ 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო. ცენტრი ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგებს მართავს და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიმართულებების შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდის. ცენტრის დახმარებით, განხორციელდა 30-მდე სადემონსტრაციო პროექტი, რომელთა დანიშნულებაა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადემონსტრაციო პროექტია სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე ინოვაციური სათბური, რომელიც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ენერგოეფექტური სათბური ფუნქციონირებისთვის ენერგიის ჰიბრიდულ სისტემას - გეოთერმულ და მზის ენერგიას იყენებს. სათბური გადახურულია პოლიკარბონატით - მდგრადი და ეკონომიური მასალით, რომელიც შესანიშნავ თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ტრადიციულ სათბურებთან შედარებით, ასეთი სათბური 60 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ხოლო სათბურში გეოთერმული ენერგიის გამოყენება საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაა. აღნიშნული თანამედროვე, ინოვაციური სათბურით სარგებლობას მცირე ფერმერები, მეტწილად დევნილები და პროფესიული სასწავლო ინსტიტუტების აგრარული პროფილის სტუდენტები შეძლებენ. სათბურში პრაქტიკული სწავლება 50-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.