Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1354278318_nacebi_ocneba_dapirispireba_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1354278318_nacebi_ocneba_dapirispireba_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1354278318_nacebi_ocneba_dapirispireba_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/1354278318_nacebi_ocneba_dapirispireba_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში, „ოცნება“ და ნაციონალები“ ერთმანეთს არჩევნების დღეს დაგეგმილ პროვოკაციებში „ამხელენ“
ზუგდიდში, თვითთმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ყოფილი და მმართველი პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ და არჩევნების დღეს, მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 ივნისს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს შტაბის განცხადება გააცნეს. „არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურმა შტაბმა ზუგდიდში 100 კაციანი ჯგუფი მოავლინა. ამ ადამიანებისთვის მიცემულია ინსტრუქცია , თითქოს ეს ადამიანები არიან ჟურნალისტები და „თავისუფალი ზონის“ ეგიდით აპირებენ ზუგდიდში არჩევნების გაშუქებას. რეალურად კი, მათთვის მიცემულია დავალება: მოაწყონ პროვოკაციები და ცალკეულ უბნებზე შექმნან ქაოსი და დესტაბილიზაცია. მივმართავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში „თავისუფალი ზონის“ ეგიდით მოქმედი ადამიანების ქცევას. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ამ ადამიანებისთვის მიცემულია არჩევნების გაყალბების ხელშეწყობის, უბნების დარბევისა და პროვოკაციების მოწყობის ინსტრუქციები“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ გააცნო. ამასთან, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს, პროვაკაციების დაფიქსირებების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მმართველი პარტიის ბრალდებებს აბსურდულს  უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს არეულობასა და პროვოკაციების მოწყობას თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გეგმავენ. „ბოლო სამი თვეა, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და თუ ვინმე ახორციელებს არეულობას ,ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი აქტივისტები. 100 კაციანი ჯგუფის შემოყვანაზე მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ვუპასუხო: არა 100 კაციანი, არამედ 100 ათასიანი არმია მყავს ჩამოყვანილი ზუგდიდში“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელი ლაშა დამენია. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პროვოკაციების მოწყობას იმ უბნებზე გეგმავს, სადაც დიდი ანგარიშით ელოდებიან წაგებას. „მაგალითად, დარჩელში, ფაიფურში, მე-18 ,მე-8 უბანზე, კომბინატში, ანაკლიის პირველ უბანში და ა.შ. ეს ის უბნებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არეულობების მოწყობა დაგეგმა“, - თქვა ლაშა დამენიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.