Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10477327_888533527829686_423949232_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10477327_888533527829686_423949232_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10477327_888533527829686_423949232_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10477327_888533527829686_423949232_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ა/ო "საუნჯე" დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ფოთსა და ზუგდიდში დაფიქსირდა, განცხადებს ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, რომელიც 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს ზუგდიდსა და ფოთში 35 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება, დარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს. რადიო ათინათი „საუნჯეს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ამ დროისთვის დაფიქსირებულია შემდეგი სახის დარღვევები: კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა/ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა - დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე ზუგდიდის თემის #32 უბანზე (ანაკლია) ერთ-ერთმა ამომრჩეველმა გამოიწვია არეულობა და დაამტვრია საარჩევნო ყუთი, რის გამოც საარჩევნო უბანზე ჩაიშალა არჩევნები. აღნიშნული შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების პროცესის ჩაშლა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამკვირვებლებისთვის/წარმომადგენლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა - ფოთის #4 და #16 საარჩევნო უბნებზე პრობლემური იყო დამკვირვებლების მიერ უბნის გახსნის პროცედურაზე დასწრება, რამდენადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა მათ შესვლის საშუალებას. ერთ შემთხვევაში მათი დამკვირვებელთა სიაში არ ყოფნის გამო, მეორე შემთხვევაში კი დაგვიანების მიზეზით. ორივე შემთხვევაში პრობლემა მოგვარდა ოლქში დარეკვის შემდეგ. უზუსტობები წილისყრის პროცედურაში - ზუგდიდის თემის #76 უბანზე წილისყრის პროცედურა არ ჩატარდა სათანადოდ ან ფუნქციები გადანაწილდა თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. სუბიექტების ერთზე მეტი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე - ქალაქ ზუგდიდის #15, #16 და #26 უბნებზე და ზუგდიდის თემის #33, #35, #53, #94 და #35 უბნებზე იმყოფებოდა ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი-ორი წარმომადგენელი (“ქართული ოცნება”, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)). საუბნო კომისიის თავმჯდომარისთვის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ #94-ე უბანზე დამკვირვებლის მითითებას კომისიის წევრები, სუბიექტის წარმომადგენლები (ქართული ოცნება) და კომისიის თავმჯდომარე აგრესიით შეხვდნენ, აცხადებდნენ რომ კოალიციას ჰქონდა უფლება თითოეული პარტიის წარმომადგენელი ჰყავდეს უბანზე. პრობლემა აღმოიფხვრა საოლქო კომისიის თავმდჯომარის ჩარევის შედეგად, თუმცა ამან გამოიწვია აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება დამკვირვებლის მისამართით. უზუსტობები სადემონსტრაციო ოქმში - ქალაქ ზუგდიდის #16 უბანზე ფანქრით შეიყვანეს შესაბამისი მონაცემები, #10 უბანზე კი სათანადოდ არ იყო შევსებული სადემონსტრაციო ოქმი. მიუხედავად მითითებისა, #16 უბანზე აგრძელებენ ოქმის ფაქრით შევსებას. მარკირების პროცედურის დარღვევა - ქალაქ ზუგდიდის #10 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების ფანარს ანათებდა ამომრევლებს მხოლოდ მარჯვენა ხელზე, ხოლო ამავე კომისიაში რეგისტრატორი მარკირებას ახდენდა მარცხენა ხელზე. თავმჯდომარის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა პრობლემა. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ დაიცვან კანონმდებლობა და პატივი სცენ თანამოქალაქეების საარჩევვნო უფლებას, თავი შეიკავონ საარჩევნო უბანზე აგრესიისაგან და არ შეუშალონ ხელი მიმდინარე პროცესს. რაც შეეხება საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო პროცედურების დარღვევებს, თითქმის ყველა შემთხვევა მოგვარდა დამკვირვებლების მხრიდან მითითების მიცემის შედეგად და, იშვიათ შემთხვევაში, საოლქო კომისიის ჩარევითაც. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები გამოწვეულია არასაკმარისი კვალიფიკაციის და პროცედურების არცოდნით“, -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.