Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/299918_291985834147782_1014159414_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/299918_291985834147782_1014159414_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/299918_291985834147782_1014159414_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/299918_291985834147782_1014159414_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში მასწავლებლის სახლი აშენდება
ზუგდიდში მასწავლებლის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება. აღსანიშნავია,რომ ტერიტორია,სადაც მშენებლობა დაიწყება,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ზუგდიდელ პედაგოგებთან ერთად დაათვალიერა და პირადად გაეცნო საპროექტო სამუშაოებს. მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის სახლის ამოქმედება რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში ადგილზე განხორციელდება. გარდა ამისა, მისი განმარტებით, მოეწყობა სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. "უცხოელი და ქართველი ტრენერები სხვადასხვა საგნებში სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან, მოეწყობა ბიბლიოთეკაც, რომელშიც ყველა სახის წიგნი განთავსდება, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება", - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან, უწყების ცნობით, 2014 წელს სამეგრელოში დაგეგმილია 54 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 2 სკოლის ავარიულობის დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, 6 სკოლის გაზიფიკაცია. "მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა და სასწავლებლის გაზიფიკაცია. ასევე, ამავე სასწავებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაცია (პროფესორებთან შეხვედრაზე პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებიც იქნებიან). მესხიას სახელობის უნივერსიტეტის გადახურვა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია", - განმარტავენ უწყებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.