Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10462614_842821435746620_2316519471409166663_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სუფსაში ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი გაიხსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
დღესვე შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ერთობლივი მართვის ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცენტრის მთავარი ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელს რეგიონს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმდროინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე 2013 წელს ჩაუყარეს საძირკველი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის გახსნას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.