Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10514901_798964170137544_1128012568_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10514901_798964170137544_1128012568_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10514901_798964170137544_1128012568_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10514901_798964170137544_1128012568_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლები რიგის ქუჩაზე საკანალიზაციო მილის გაყვანას აპროტესტებენ (video)
რიგის ქუჩაზე გაყვანილი მილი თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებულ ძველ საკანალიზაციო მილს უნდა შეუერთდეს,რომელიც პრობლემურია და წვიმის დროს მისგან გადმოსული წყალი სახლებში შედის. თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლები მოითხოვენ, რომ ჯერ მათ ქუჩაზე მოხდეს ძველი მილის გაწმენდა და წყლის საწრეტი მილის ხელახლა დამონტაჟება, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგის ქუჩის მილის შეერთება მათ ქუჩაზე მილის გახეთქვას გამოიწვევს. „ერთს აკეთებენ და მეორეს აფუჭებენ, თვითონ არ იციან რომ შეიძლება ეს მილი გასკდეს და უარესად დაიტბოროს ყველაფერი?!.“-აცხადებს თეთრი გიორგი ქუჩის მაცხოვრებელი ნუნუ სალაყაია. "სახლში ფეკალური მასები შემოგვდის, რაც ხეხილი და ბოსტანი გვქონდა გაგვინადგურა,ამიტომ იძულებულები ვართ არ შევაერთებინოთ ეს მილები,აუცილებელია ჩვენს ქუჩაზე არსებული მილი დიდი მოცულობის მილით შეიცვალოს, მერე შევაერთებთ“-ამბობს ამავე ქუჩის მაცხოვრებლი რუსუდან გვაჯაია. თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლებთან სასაუბროდ მათ მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოდუა მივიდა, მან შეკრებილებს უთხრა, რომ რიგის ქუჩაზე მილის გაყვანა დასრულდება,თუმცა, მისი შეერთება და ამუშავება არ მოხდება,სანამ თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებული პრობლემა არ მოგვარდება. იგი მაცხოვრებლებს სანიაღვრე და საკანალიზაციო მილების გაწმენდასთან ერთად, გზის რეაბილიტაციას და გარე განათების დამონტაჟებასაც დაპირდა. „ამ პრობლემაზე ექსპერტები იმუშავებენ და ისე არ მოხდება, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს დავეხმაროთ და მეორე ნაწილს ხელი შევუშალოთ“-აღნიშნა გიორგი თოდუამ. როგორც თოდუამ რადიო „ათინათს“ განუცხადა,აღნიშნულ პრობლემაზე იგი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელს დავით ფოცხვერიას ესაუბრა და მისგანაც მიიღო პირობა, რომ მილების შეერთებამდე თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებული პრობლემა მოგვარდება. თავის მხრივ რიგის ქუჩის მაცხოვრებლები საკანალიზაციო მილის გაყვანას ითხოვენ, როგორც ისინი აცხადებენ მათ დაპირება მიიღეს, რომ 2 თვეში მათ ქუჩაზე ახალი საკანალიზაციო მილი იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.