Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0006.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში დევნილები რეგისტრაციის პროცესით უკმაყოფილოები არიან (ვიდეო)
ზუგდიდში დევნილები, რომელებსაც თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღება სურთ, რეგისტრაციის პროცესით უკმაყოფილოები არიან. „ვითხოვთ უფრო მეტი ოპერატორი იყოს და უფრო მეტი ხალხი მიიღონ. ბავშვები და მოხუცები ვდგავართ, აქ ვათენებთ და ვაღამებთ. ხალხიც დამშვიდდება და ამდენი რიგიც არ იქნება“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მარგალიტა ჭიჭინაძე. ამასთან, დევნილები რეგისტრაციის დასრულების თარიღის გადავადებას ითხოვენ, რადგან შიშობენ, რომ  ისინი დათქმულ ვადებში  რეგისტრაციის გავლას ვერ მოასწრებენ. აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესს თავად დევნილები აფერხებენ, რადგან ისინი რიგს ვერ აკონტროლებენ. მისივე თქმით, რეგისტრაციის დასრულების თარიღმა ერთი კვირით გადაიწია და ის 30 ივნისს არ დასრულდება. „მინდა აღვნიშნო, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მისაღებად არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან შემდეგი კატეგორიის დევნილები" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები,  სოციალურად დაუცველები და სხვ.  ამის შესახებ დევნილებმა იციან, თუმცა მათ ამის გაგონებაც არ უნდათ და კითხვარებს ავსებს ყველა“, - ამბობს მალხაზ ჟვანია. ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და საცხოვრებელ ფართს 256 დევნილი ოჯახი მიიღებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.