Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10436324_681516058606140_2894126069997527162_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოს სავიზიტო ბარათი იქნება
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიაში მულტიფუნქციური პორტის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ მან პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლია საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიის და ცენტრალური აზიის ბუნებრივი, ლოჯისტიკური კვანძი გახდება: "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა გონივრულად და ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ანაკლიის პორტი სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქცევს ლოჯისტიკურ ცენტრად. ასეთ მასშტაბურ პროექტს ვთავაზობთ ინვესტორებს და ვაცხადებთ ინტერესების გამოხატვის პროცედურას პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველა დაინტერესებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება დადგენილი წესით შემოიტანოს განაცხადი და გამოხატოს ინტერესი პროექტის განხორციელების მიზნით." ხელისუფლების გათვლით, პროექტის განხორციელების დაწყებიდან არაუგვიანეს ორ წელში პორტმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს: "პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება უამრავი სამუშაო ადგილი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ლოჯისტიკის ბიზნესი, რაც გულისხმობს არა მარტო საქართველოში შემოტანილი ტვირთების გადაზიდვას სხვა ქვეყნებში, არამედ ასეთი ტვირთების საქართველოშივე გადამუშავებას და მათთვის დამატებითი ღირებულების მინიჭებას. ხელსაყრელი პირობები შეიქმნება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის და ამ პროექტის განხორციელების შედეგად ანაკლიაში გაჩნდება ეკონომიკური კლასტერის შექმნის შესაძლებლბოა, რაც გულსიხმობს სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სამრეწველო საწარმეობის თავმოყრას ერთ გეოგრაფიულ არეალში. ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები არაერთ კომპანიებთან, დაინტერესებულია ჩინეთი, აშშ, ასევე გერმანია. უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე გამოხატეს ინტერესი და პირველ რიგში ეს კომპანიები უნდა პასუხობდნენ ყველა საჭირო კრიტერიუმს."-განაცხადა პრემიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.