ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.მეორე ტურში ფოთის მერობისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია და "დავით-თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი უშანგი გეგენავა იბრძვიან.
ფოთში სულ 40 ათას 656 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფოთში 32-ივე უბანი დილის 08.00 საათზე გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები