Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/kkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/kkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/kkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/kkkkk.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„კაზანტიპის“ ფესტივალის შესახებ ზუგდიდში დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში,ანაკლიაში დაგეგმილი „კაზანტიპის“ სახელწოდებით ცნობილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ მწვავე დისკუსია შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში გიორგი სიგუა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა ფესტივალთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდნენ. სიგუას განმარტებით, „კაზანტიპის“ მეშვეობით ანაკლია მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტი მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი და დიდი რაოდენობის ტურისტი ეწვევა, რაც რეგიონში მაცხოვრებელთათვის ფინანსური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. "12 ათასი განსათავსებელი ადგილი ე.წ „კოიკაა“ აღწერილი ანაკლიაში, რომლის ღირებულებაც 80 ლარს შეადგენს."-აღნიშნა სიგუამ. მისივე ინფორმაციით," კანაზტიპის" ფესტივალში ჩართული იქნება, როგორც შს სამინიტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ადგილზე მობილიზებული იქნება 112-ის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც იზრუნებენ უსაფრთხოებაზე. ასევე,ფესტივალზე შესვლის დროს ჩატარდება ჩხრეკა, რათა არ მოხდეს იარაღის შეტანა, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკებს, "კაზანტიპის" ყველა მონაწილე, ისევე როგორც სტუმარი გაფრთხილებული იქნება ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ქვეყანაში არსებულ სანქციებზე. ნარკოტიკების შემომტანი ან გამყიდველი კი აუცილებლად დაისჯება კანონის შესაბამისად. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის კითხვა „კაზანტიპის „ შესახებ საზოგადოებაში არსებულ არაერთგავროვან დამოკიდებულებას შეეხო,აღნიშნა რომ საზოგადოებისთვის არ არის გამჭვირვალე ინფორმაცია მიწოდებული ფესტივალის ხასიათთან დაკავშირებით და ბევრი მას გარყვნილებასთან აიგივებს, მან ასევე მოიშველია 15 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის მეუფე გერასიმეს მიერ "კაზანტიპის" უარყოფითად შეფასება. სიგუამ აღნიშნა,რომ ფესტივალზე აღვირახსნილ ქმედებას, არც ორგანიზატორები მიესალმებიან და ფესტივალი არ იქნება ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი. შეგახსენებთ, რომ კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება ანაკლიაში აგვისტოს თვეში იგეგმება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.