Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC06615.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC06615.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC06615.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/DSC06615.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში, საზღვრისპირა სოფლებში შესაძლებელია ქართულ-აფხაზური ოჯახებისთვის „დასასვენებელი სახლი“ გაიხსნას (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: რუხის, ორსანტიისა და ხურჩის ადმინისტრაციული საზღვრის გამშვები პუნქტის სიახლოვეს, შესაძლებელია ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახებისთვის „დასასვენებელი სახლი“გაიხსნას. "დასასვენებელი სახლის“ მშენებლობის იდეა საზოგადოებრივ  ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური შერეულ ოჯახებ“-ს  ეკუთვნის, რომლის პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის  დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, დასასვენებელი სახლების გახსნა ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას. რევაზ ბენდელიანის განმარტებით,  აღნიშნული სახლები, რომელიც საცხოვრებელი სახლების ბაზაზე მოეწყობა,  აღჭურვილი იქნება ტელეფონით, ინტერნეტით და ასევე ვიზიტორები უზრუნველყოფილი იქნებიან ღამისთევის, დასვენების, კვების, იურიდიული კონსულტაციისა და  სამედიცინო დახმარების სერვისებით. „ გარდა აღნიშნულისა, ქართულ-აფხაზური  სახლი გახდება შუამავალი რგოლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში აფხაზ მოქალაქეებს დააკავშირებს სახელმწიფო უწყებებთან, მაგალითად, ნეიტრალური პასპორტის მისაღებად, ადგილობრივი თუ უცხოეთის სასწავლებელებში ჩასარიცხად და ა.შ. მათ ასევე გაეწევათ სხადასხვა სახის საინფორმაციო- საკონსულტაციო მომსხურეობები. დასვენების სახლის შესახებ ცნობილია მთავრობის შესაბამისი უწყებებისთვის და იდეა მოწონებილია“, -თქვა  კავშირ „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“-ს  თავმჯდომარე რევაზ ბენდელიანმა. ამასთან, რევაზ ბენდელიანი ამბობს, რომ მის ორგანიზაციას კავშირი აქვს აფხაზურ ორგანიზაციებთან, რომლებმაც სხვადსახვა სახის კვლევები ჩაატარეს აფხაზებთან და სწორედ აქედან გამომდინარე გადაწყდა სასტუმროს ტიპის სახლის მშნებლობა ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს. „აფხაზი მოქალაქეები უფრო ხშირად გადმოდიან სავაჭროდ, ნათესავების მოსანახულებლად, სამედიცინო მომსახურეობების მისაღებად და მათი რიცხვი დღეში 50-70 შეადგენს. ვფიქრობ, ამგვარი ობიექტების გახსნა  უზრუნველყოფს ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეების  კეთილგანწყობას საქართველოს სახელმწიფოსადმი“, - ამბობს რევაზ ბენდელიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილები,  გამგეობისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ „დასასვენებელის სახლის“ მშნებლობის იდეასთან სხვადასხვა შენიშვნები ჰქონდათ, მათ შორის სახლეთან დაკავშირებითაც. არასამთავრობო ოგანიზაცია „სამეგრელოს“ თავმჯდომარის ზურაბ კვარაცხელიას თქმით, სახელი - „დასასვენებელი სახლი“ არასასიამოვნოდ  ჟღერს და კარგი იქნება თუ სახელი შეიცვლება.  კვარაცხელიას შენიშვნაზე რევაზ ბენდელიანმა განმარტა, რომ „დასასვენებელი სახლის“ სახელი სწორედ იმ მოთხოვნებს პასუხობს, რომელსაც აფხაზი  მოქალაქეები, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის დროს  და ასევე  ეთნიკურად ქართველები აფხაზეთში გადასვლის დროს აწყდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.