რუბრიკები
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილი და მისი იდეოლოგიაა
ბიძინა ივანიშვილმა აქციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და ნაციონალური სისტემის რღვევაზე ისაუბრა. „ახალაიების დრო დამთავრდა და საერთოდ სააკაშვილის დრო დამთავრდა. ახლაიები და სხვა გვარები რომელთა დასახელებისგან თავს ვიკავებ, არაფერს არ ნიშნავს, ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილი და მისი იდეოლოგიაა. მან შემოიკრიბა ეს ხალხი. ასეთი ტიპის ხალხი ყველა ქვეყანაშია. ნორმალურ ქვეყანაში ესეთი ადამიანები ან საავადმყოფოებში, ან ციხეებში არიან, საქართველოში კი ისინი მთავრობას წარმოადგენენ. ამიტომ ეს ყველაფერი არა ახალაიებისგან, არამედ სააკაშვილისგან მოდის, ყველა დანარჩენი მისი მსხვერპლნი არიან. ამ ხალხმა ყველაფერი იცოდა, იმის თაობაზე რაც ქვეყანაში ხდებოდა. ამათ ხელწერას რომ ვაკვირდები აღმოსაჩენი კიდევ ბევრი რამ იქნება. სააკაშვილმა დააფუძნა სიცრუე, ძალადობა და წამება“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილი თვლის რომ მერაბიშვილი  ნაციონალურ გუნდში ყველაზე დაბალანსებული და საზრიანია. მაგრამ მას დიდი პრობლემები ექნება სამართალთან, რადგან ის იმყოფებოდა მაღალ თანამდებობებზე მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი დანაშაული მოხდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.