Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0984.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0984.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0984.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0984.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მიხეილ სააკაშვილი: მე ყოველთვის ვტრაბახობ თქვენით
„სამეგრლომ ზუსტად იცის როდის უნდა გამოვიდეს და როდის უნდა დადგეს ერთად“- ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მიმართა. პრეზიდენტმა გამოსვლის დასაწყიში აღნიშნა, რომ მან მთავრობის წევრებთან ერთად ლაზიკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. „ლაზიკით მეგრელები გავაკვირვებთ მთელს საქართველოს და აუცილებლად გავაკვირვებთ მთელ მსოფლიოს“. სააკაშვილის განცხადებით, 9 წლის წინ სწორედ ამ მოედნზე საქართველოს დიდ აღმშენებლობას ჩაეყარა საფუძველი . „არასოდეს ამ მოედანზე არ შეკრებილა ამდენი ხალხი, სწორედ თქვენ შექმენით ეს მთავრობა“-აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა და შეკრებილ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა 9 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების შესახებ. მან ისაუბრა 2003 წლის შემდეგ საქართველოში დაგებულ 5600 კილომეტრ ახალ გზაზე, 150 ახლად აშენებულ საავადმყოფოზე, დაზღვევის მქონე ადამიანთა 100-ჯერ გაზრდილ რაოდენობაზე და სამომავლოდ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდაზე. მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო წინა დღეს, ამავე მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ მანიფესტაციას და აღნიშნა, რომ იმ შეხვდრისას მოედანზე შეკრებილი ადამიანები არ იყვნენ სამეგრელოს წარმომადგენლები და იმ ადამიანებს, ვინც გუშინ ხალხს მიმართავდა, მალე იმედგაცრუება ელის. „დღეს არის კვირა. სულ რაღაც 8 დღეში იმ ხალხს, ვისაც ეგონა, რომ აქედან გავიდოდა უკანა კარებით, უკან დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს, რუსულ პუტინურ წესებს, 8 დღეში ამ ხალხს ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება, იმიტომ, რომ მთელი საქართველო აქ დგას. ამ ხალხს აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების, იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ ჩვენი ანაკლიის ხიდი, მათ არ მოწონთ იუსტიციის სახლები, მათ არ მოსწონთ ქუთაისის პარლამენტი. დაწვებიან და თავისი ჭკუით არ აგვაშენებინებენ ლაზიკას. ეს არის მათი პროგრამა. მათი პროგრამა არის ნგრევის, ხალხის დაჭერის, მათ შორის მასწავლებლების დაჭერის. ჩვენი პროგრამა არის აღმშენებლობის". პრეზიდენტის ვრცელმა გამოსვლამ შეკრებილი საზოგადოების ოვაციებისა და მისი სახელის სკანდირების ფონზე, მშვიდობინად ჩაიარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.