Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/172499.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/172499.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/172499.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/172499.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
"ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენების გადაღება თბილისში
"ვეფხისტყაოსანზე" ფილმ–მიუზიკლს თანამედროვე ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს.  ამ პროექტისთვის სწორედ ახლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კადრების გადაღება. ნიკოლოზ ხომასურიძემ განაცხადა:"ჩემთვის "ვეფხისტყაოსანი" ღირებული ქმნილებაა და შოთა რუსთველის ეს საოცარი ნამუშევარი კინოშიც უნდა იქნას გადაღებული, ასევე სცენაზე დადგმული და თუნდაც ანიმაციურ ჟანრში გადწყვეტილიც. რათა ეს შედევრი, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიცნოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ გაკეთებულა და ახლა გვაქვს ერთგვარი მცდელობა, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ხედვით გადავიღოთ. ეს იქნება ფილმი-მიუზიკლი, რომელიც ამასთან, ქართულ ცეკვას, როგორც უნიკალურ, კულტურულ განძსა და ინტელექტუალურ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოაჩენს. აი, ამ ყველაფრის ერთობლიობა, ასევე საბრძოლო სცენები პროექტში მაგრად ჩაჯდება, რითაც თანამდეროვეობიდან წარსულში გადასვლის მომენტები ყველანაირად შეზავდება. ერთ თვეში ვიდეოპრეზენტაციას კინოთეატრ "რუსთაველში" გავმართავთ, სადაც მოვიწვევთ ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ადამიანებს და მოხდება პროექტის წარდგენა, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ...მას არ ექნება დასრულებული ფორმა. ეს იქნება ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც იმ საბრძოლო ნომრებსაც ჩავსვამთ, რასაც ახლა ვიღებთ და რომელსაც მომავალ ფილმშიც შევიტანთ. ვიდეოპრეზენტაციაში ვაჩვენებთ, თუ როგორ ვმუშაობდით, როგორი იყო პროცესი, რა გვილხინდა, რა გვიჭირდა და როგორ ვქმნიდით. მოკლედ, ჩემი აზრით, კარგი პროდუქტი იქნება, რომელზე მუშაობაც მეგობრებმა - თემო ციხისელმა და კახა ბუაძემ შემომთავაზეს. ისინი  მოცეკვავეები არიან და იდეა სწორედ მათგან წამოვიდა. ",– აცხადებს ხომასურიძე მისივე თქმით, "ვეფხისტყაოსნის" გადაღება 10 წელიწადში უნდოდა, როდესაც სახელს გაითქვავდა. "ვეფხისტყაოსნის" გადაღება ერთი ათ წელიწადში მინდოდა, როცა სახელიც მექნებოდა, მაგრამ მათი იდეა მომეწონა და ამ ახალი მიმართულების განხორცილება დავიწყეთ.ერთი ეტაპი პროფკავშირების სასახლის დარბაზში გადავიღეთ, ერთიც "ქართული ფილმის" პავილიონში.  "ქოროღლის ციხეზეც" ავედით, რომელსაც ქაჯეთის ციხედ ვიყენებთ. მას ვიზუალური ეფექტით რაღაცებს დავამატებთ, რითაც მასშტაბური ციხე გამოვა. როდესაც მას მაყურებელი ნახავს, რთულად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქართული პროდუქციაა",– განაცხადა ახალგაზრდა რეჯისორმა  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.