რუბრიკები
კრისტენ სტიუარტი და ჯულიეტ ბინოში ახალ ფილმში
ინტერნეტსივრცეში ახალმა ინფორმაციამ გამოჟონა. ყველაფერი კი ჯულიეტ ბინოშისა და კრისტენ სტიუარტის ერთობლივი ფოტოსესიით დაიწყო. გერმანულ ჟურნალში “ინტერვიუ”, რომლის მომდევნო ნომერიც სექტემბერში გამოდის, საინტერესო ფოტოები იბეჭდება. მათზე ზემოთ აღნიშნული ორი ლამაზმანი სველი თმითა და მუქი მაკიაჟით არიან აღბეჭდილნი. ჰედლაინი კი მათი გარეგნობის შესაბამისია: “ექსკლუზიური. ველური. გლამურული.” როგორც ჩანს, მათი ერთობლივი ინტერვიუ ახალ ფილმს უკავშირდება, რომელშიც ეს უკანასკნელნი ერთად შეასრულებენ მთავარ როლებს. ბინოში აღიარებს, რომ მან ახლიდან აღმოაჩინა კრისტენი და მისი ნიჭი, როცა მასთან ერთად ითამაშა ახალ სურათში: კრისტენი, რა თქმა უნდა, მაშინვე დავგუგლე, როგორც კი გავიგე, რომ მასთან ერთად თამაში მომიწევდა. აუცილებელია იცოდე, ვისთან გაქვს საქმე. ვუყურე “On The Road”-ს და “Twilight”-საც გადავხედე. თუმცა, უნდა ვაღიარო, თავდაპირველად კრისტენს მხოლოდ ჩემი ქალიშვილის ოთახში გამოკრული პოსტერებიდან ვიცნობდი… ის ჩემთვის აღმოჩენაა… რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფილმს, სტიუარტი ჯულიეტის ასისტენტის როლს ასრულებს. სურათის სათაურია “სილს მარიას ღრუბლები” (“Clouds of Sils Maria”). მათი ურთიერთობა პლატონურ-რომანტიკულია. ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როცა სცენარში ქლოი გრეის მორისიც შემოდის. ფილმის პრემიერა საფრანგეთში ამ კვირაში გაიმართება. მსოფლიოს კინოეკრანებზე კი “სილს მარიას ღრუბლებს” პირველ დეკემბერს ვიხილავთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.