რუბრიკები
ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 47 მლნ დოლარი შეადგინა
ამერიკულმა ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ისევ ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი ლიდერობს. სხვათა შორის, ის ამ რეინტინგის უცვლელი ლიდერი 2002 წლიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ჟიზელი უკვე 34 წლისაა, ის ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ”ფორბსმა” რეიტინგში შეიყვანა ის მოდელები, ვისი შემოსავლის ძირითადი წყარო სამოდელო საქმიანობაა. მათ შორის, გათვალისწინებულია გაფორმებული კონტრაქტები სხვადასხვა სამოდელო სახლებთან, პარფიუმერულ ბრენდებთან, თუ სარეკლამო სააგენტოებთან. მოდელების შემოსავლებში არ გაითვალისწინეს შოუ-ბიზნესის სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. ერთხელ მოდელმა ლინდა ევანგელისტამ იხუმრა, რომ საწოლიდან 10 000$-ზე ნაკლებად არ ადგებოდა. ახლა მისი ეს გამონათქვამი სავსებით შესაძლებელია საკუთარ თავზე ჟიზელ ბუნდჰენმა მოირგოს, რომლის შემოსავალი დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 128 000 $-ია. ერთი წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 47 მლნ დოლარი შეადგინა. ჟიზელ ბუნდჰენთან ერთად ”ფორბსის” რეიტინგში შემდეგი მოდელები მოხვდნენ: დაუტცენ კრუსი, ნიდერლანდები - 8 მლნ. $ ადრიანა ლიმა, ბრაზილია - 8 მლნ. $ ქეით მოსი, დიდი ბრიტანეთი - 7 მლნ. $ ქეით აპტონი, აშშ - 7 მლ. $ მირანდა კერი, ავსტრალია - 7 მლნ. $ ლიუ ვენი, ჩინეთი - 7 მლნ. $ ალესანდრა აბროზიო, ბრაზილია - 5 მლნ. $ ჰილარი როდა, აშშ - 5 მლნ. $ ნატალია ვოდიანოვა - 4 მლნ.$
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.