რუბრიკები
სენაკის ბაზრის მოვაჭრეები აქციებს მართავენ
სენაკის ბაზრში გაჩენლი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებმა გზა ორჯერ გადაკეტეს,თუმცა სამართალდამცავვების ჩარევის შემდეგ მათ გზა მალევე გაათავისუფლეს. პარალელურ რეჟიმში,მოვაჭრეებისთვის სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ბანკის წარმოადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოვაჭრეები აცხადებენ,რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება გზას ისევ გადაკეტავენ. შეგახსენებთ,რომ წუხელ სენაკის ბაზრობა მთლიანად დაიწვა.სენაკის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა წუხელ,დაახლოებით,9 საათზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო,ადგილზე გამოცხადებისას კი, ცეცხლი დაახლოებით,3 000 კვადრატული მეტრის ფართობს ეკიდა.სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ტერიტორიიდან მოვაჭრეების გამოყვანა მოახდინეს, რის შემდეგაც, დაახლოებით, სამი საათი ცეცხლის ლოკალიზებას დასჭირდა. ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები აფრთხილებდნენ, თუმცა ხანძრის ხელოვნურად გამოწვევაში ეჭვი ეპარება სენაკის გამგებელს გოჩა დგებუაძეს. დაზარალებულები კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.