
ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აპარატი Curiosity -ს მიერ წითელი პლანეტიდან გადმოცემული ფოტოები, ჭეშმარიტი დასტურია იმისა, რომ წყალი, სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი, ოდესღაც მარსის ზედაპირზეც არსებობდა.
აპარატის დაშვების ადგილზე, მარსის ერთ-ერთ კრატერში, ნიადაგში ჩაჭედილი მრგვალი და პრიალა ქვები აღმოჩნდა, რაც მეცნიერების აზრით, მარსზე წყლის, სავარაუდოდ, მდინარის არსებობის უტყუარი ნიშანია.
ამერიკული აპარატი Curiosity წითელ პლანეტაზე გასულ თვეს დაეშვა. მისი მისია, ორი წლის განმავლობაში, მარსის ზედაპირის კვლევაა.
მასალის გამოყენების პირობები