
დასავლეთ ვირჯინიაში „ძველმანების ბაზრობაზე“, თოჯინასთან და პლასტმასის ძროხათან ერთად 7 დოლარად ნაყიდი ნახატი, ერთ დროს მოპარული, რენუარის ქმნილება აღმოჩნდა. ნახატის სავრაუდო ფასი 75 ათასი აშშ დოლარია.
მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთი ფასეული ხელოვნების ნიმუში დასავლეთ ვირჯინიის გზისპირა ბაზრობაზე.
ნახატი სახელწოდებით „სენას სანაპიროს პეიზაჟი“, ბალტიმორის სახვითი ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი, საიდანაც 1951 წელს გაქრა.
ქალმა, რომელმაც ნახატი შეიძინა, ის შესამოწმელად აუქციონის სახლში მიიტანა, თუმცა ეს უკანასკნელი, მოპარული ხელოვნების ნიმუშების მსოფლიო სიაში ვერ აღმოაჩინეს.
თუმცა The Washington Post ჟურნალსტმა აღმოაჩინა სამუზეუმო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნახატი უკანონოდ იქნა გატანილი მუზეუმიდან.
აუქციონების სახლი ჯერ არ ყიდის ნახატს. გამოძიების ფერედალურმა ბიურომ უნდა დაადგინოს, თუ ვინ არის ნახატის კანონიერი მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები