
პატრიარქის ლოცვა–კურთხევით შაბათ–კვირას საქართველოს ყველა ეპარქიის სოფლები და ქალაქები იკურთხება
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა კურთხევით შაბათ–კვირას საქართველოს ყველა ეპარქიის სოფლები და ქალაქები იკურთხება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
განცახდებაში ნათქვამია რომ წირვის შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს. ამის შემდეგ მღვდელმსახურები შეუერთდებიან სხვა ტაძრების სასულიერო პირებს და გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე სადაც პარაკლისს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს.
მრავალგზის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: “მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი სასურველია მრევლმა ნაკურთხი წყალი თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზეც ასხუროს.
მასალის გამოყენების პირობები