ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა
13:10 / 01.09.2014
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა. გამგეობამ გერმანული წარმოების „MAN”- ის მარკის ნაგავმზიდი მანქანა ტენდერით შეიძინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 9 მეტრი კუბური ტევადობის მანქანა „თეგეტა მოტორსი“ – ს მიერ იქნა შემოთავაზებული. ნაგავმზიდი ავტოტრანსპორტი სხვა სპეცტექნიკასთან შედარებით უფრო მეტი სიძლიერისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას. სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს გადაეცა და ანაკლია – განმუხურის საკურორტო ზონას მოემსახურება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, გამგეობა დამატებით ნაგვის ბუნკერებს შეიძენს, რომელიც ყველა სოფელში დაიდგმება. ასევე მოწესრიგდება ნარჩენების გატანის სისტემა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ყოველდღე 120 – 150 მეტრი კუბური ნაგავის ნარჩენები გაიზიდება, ახალი სატრანსპორტო საშუალება კი დღეში 36 კუბურ ნაგავს გაიტანს, რაც გარემოს დასუფთავებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები