რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფება. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და რეგიონის სხვა წარმომადგენლები შედიან,აქტიურად მართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო წრეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალურ ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა სასოფლო-სამეურნეო საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ლიზინგის,სოფლის მეურნეობის დაკრედიტების ეფექტური სისტემის და საკონსულტაციო მომსახურების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ამ მიმართულებებში ჩინური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობებზე. ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ურუმჩიში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ჩინური მხარის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მეურნეობაში 20-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. მემორანდუმით განსაზღვრულია ინვესტიციების ჩადება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის, მეთევზეობის, მეცხოველეობის, მეჩაიეობის, სამაცივრე მეურნეობების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.