რუბრიკები
ემა უოტსონი საკუთარი სტილის შესახებ
სახელი და გვარი: ემა უოტსონი პროფესია: მსახიობი საცხოვრებელი ადგილი: ლონდონი და ნიუ-იორკი საყვარელი ტანსაცმელი: ჟაკეტი. მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკურ სტილზეა საუბარი, პანკურ ტყავის შემოსაცმელზე, ზედმეტად დიდი ზომის ნაქსოვ თუ ლამაზ, Miu Miu-ს პიჯაკზე, მე ყოველთვის და ყველა სიტუაციაში ვგიჟდები ჟაკეტზე და რაც უფრო ხშირად ვიცვამ, უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. საყვარელი ადგილი საშოპინგოდ: მიყვარს მაღაზიები, რომლებშიც უნიკალური ხედვა და გემოვნება იგრძნობა. ლონდონში Tallulah-ში ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს. თუ რამეს ძველებურ სტილში ვეძებ, ნოტინგ-ჰილში გავდივარ. პარიზში აუცილებლად ვსტუმრობ Isabel Marant-ს, ნიუ-იორკში კი ორი არაჩვეულებრივი მაღაზიაა – „Otte” და “Bird”-ი. კალიფორნიაში როცა ვხვდები, თმის ხელნაკეთ აქსესუარებს ვყიდულობ ხოლმე Anaïse-ს ბუტიკში. რაც შეეხება ონლაინ-შოპინგს, Net-a-Porter და Shopbop საუკეთესონი არიან. საყვარელი ფეხსაცმელი: ჩემი ბანკეტისათვის პოლ ენდრიუმ საუკეთესო ფეხსაცმელი შემიკერა! ზოგადად, ისეთი რამის ჩაცმა არ შემიძლია, რაშიც არაკომფორტულად ვიქნები და ნორმალურად ვერ ვივლი. მისი ფეხსაცმელი კი ამ მხრივაც იდეალურია. ამ ბოლო დროს Ancient Greek-ი შემიყვარდა. თუმცა, ყოველდღიურობაში და ყველა სეზონზე მაინც Alexander Wang Kori-სა და Tabitha Simmons-ს ვენდობი ყველაზე მეტად. საღამოობით ყოველთვის Prada-ს ზამშის ფეხსაცმელი მაცვია, რომელიც ხუთი წლის წინ შევიძინე და დღემდე ახალივით გამოიყურება, თანაც ყველაფერს საოცრად უხდება! საყვარელი აქსესუარი: ჩემი ყოველდღიური სამკაულები. ყოველთვის მიკეთია ბრილიანტის პაწაწინა კულონი, რომელსაც Catbird-ის ოქროს ცეპით ვატარებ. ასევე, ყოველდღიურად მიკეთია Jennifer Meyer-ის ოქროს სამაჯური, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქეს, და ჩემი პაწაწინა ბეჭდები, რომელთაგანაც ერთი Hirotaka-სია, მეორე – Boucheron-ის და მესამე – დედაჩემის ძველი კოლექციის. საყვარელი სუნი: Diptyque-ის Feu de Bois. საათი: ოქროსფერი Cartier Tank Solo. მისაბაძი სტილი: ლორენ ბეკოლი, სოფია კოპოლა, კეიტ ბლანშეტი, ფრანსუა ჰარდი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.