რუბრიკები
თენგიზ ჯგუშიამ სასამართლო პროცესზე მერაბ ქვარაიას გამოჩენა გააპროტესტა (ვიდეო)
“სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების  საქმეზე  ორი მოწმის დაიკითხვის შემდეგ  სასამართლო პროცესზე , დაცვის მხარისთვის მოულოდნელად, პროკურორმა დასაკითხად ,დაზარალებულად მიჩნეული ,ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარე  მერაბ ქვარაია გამოიძახა, რასაც თენგიზ ჯგუშიას და მისი ადვოკატის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. თენგიზ ჯგუშიამ და მისმა  ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლეს განუმარტეს, რომ მათ დღევანდელ პროცესზე ქვარაიას დაკითხვის შესახებ არაფერი იცოდნენ და აქედან გამომდინარე, პროცესის გადადება მოითხოვეს. პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე მერაბ ქვარაიას მოულოდნელად გამოძახება ქვარაიას მოუცლელობით ახსნა და განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე 17 სექტემბრის შემდეგ  შვებულებაში გეგმავს გასვლას. ჯგუშიას  ადვოკატის შუამდგომლობა მოსმართლლე დავით გელაშვილმა გაითვალისწინა და პროცესი  11 სექტემბრამდე გადადო. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფელიქს ჯალაღოინიამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და სასამართლოს შენობა კომეტარის გარეშე დატოვა . თენგიზ ჯგუშიას საქმის მოწმეებმა: გიორგი კუკავამ და თენგიზ ქობალიამ მერაბ ქვარაიასა და თენგიზ ჯგუშიას ინციდენტის დღე დეტალურად გაიხსენეს. ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელმა თენგიზ ქობალიამ პროცესზე განაცხადა, რომ ინციდენტის ღამეს ჯგუშიამ რამდენჯერმე  მოახდინა გასროლა , მათ შორის, პირველი „ქვევით, სადაც ქვარაია იდგა“,  ხოლო შემდგომ  „ერთი თუ ორი გასროლა- ზევით, ჰაერში.“ „ჩვენ მივყვებოდით, თენგოს მანქანას, ის ჩიხში გაჩერდა და გადმოვიდა. ჩვენი მანქანიდან მერაბიც გადავიდა და მიუახლოვდა, მერე მოახდინა გასროლა, შემდეგ მეც მივედი, თენგომ გვითხრა: “არ მომიახლოვდეთ თორემ გესვრითო“. გავჩერდით, ის კი  სიბნელისკენ წავიდა და ჰაერში მოახდინა რამდენიმე გასროლა“,- თქვა პროცესზე თენგიზ ქობალიამ. მოწმე გიორგი კუკავამ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ინციდენტის დღეს მერაბ ქვარია ჯგუშიას გამომწვევად ელაპარაკებოდა, რასაც ჯგუშიას მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა  მოჰყვა.  მოწმემ ასევე, გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრის დეტალები,  რომლის დროსაც ქვარაიამ ჯგუშიას  გამგეობის მიმართ გამოთქმული "პოლიტიკური შენიშვნების" პასუხად,უსინდისო უწოდა. ცნობისთვის,  ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 8 აგვისტოს სოფელ რიყეში დაიწყო. მოგვიანებით, დაპირისპირება კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ  ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა.  ყოფილი პარლამენტარის თენგიზ ჯგუშიას  ადვოკატი აცხადებს, რომ ჯგუშიამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.