PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/SAM_1127.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საოლქო საარჩევნო კომისიამ კოალიცია “ქართული ოცნების” საჩივარი არ დააკამყოფილა (video)
15:43 / 04.10.2012
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, რამდენიმე უბანზე აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით გუშინ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა საჩივარი შეიტანეს.
კოალიციის წევრები ოლქის 5 უბანზე აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით ამ უბნების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.
#67 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა და უბნების შედეგების ხელახალი გადათვლა 16:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 24:00 საათზე დასრულდა. კომისიამ მხოლოდ 2 უბნის მონაცემები განიხილა.
საარჩევნო კომისიის წევრებმა 31–ე უბნის პროპორციული სისტემის საფუძველზე შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხს უყარეს კენჭი. კომისიის წევრებმა ხმათა უმრავლესობით ბათილად ცნობის საკითხი არ დააკმაყოფილეს. ამ უბანზე საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხიც არ დააკმაყოფილა.
ხმათა უმრავლესობით უარყოფილ იქნა 85–ე უბანზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შემაჯამებელი ოქმის გაბათილების საკითხიც.
საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯომარის მოდგილის გიორგი ფიფიას განცხადებით დარჩენილი 3 უბნის შემაჯამებელ ოქმს კომისია უახლოეს მომავალში განიხილავს.
როგორც საარჩევნო კომისიის წევრი, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ემზარ კაკულია აცხადებს, მათ აქვთ სერიოზული მტკიცებულება იმისა, რომ 67–ე ოლქში არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ისინი შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები