რუბრიკები
უკრაინელი ახალგაზრდები მომავლის ბანაკს ხვალიდან ესტუმრებიან
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16-30 სექტემბერს , საქართველოს უმასპინძლებს. ახალგაზრდების ჩამოყვანას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კურირებს. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე მომავლის ბანაკს ესტუმრებიან. მთავრობა უზრუნველყოფს 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას კონფლიქტისგან დაზარალებული 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის (სულ 130 ადამიანი). მონაწილეთა ყველა ხარჯს: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, დაფარავს ქართული მხარე. ასევე, გამოყოფილია თანხა ჩარტერული ფრენისათვის. ჩარტერული რეისი ჩამოფრინდება 16 სექტემბერს, 20:40 საათზე, ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტში. ახალგაზრდების ტარნსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია "Georgian Airways". "პროექტი განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში მდებარე "მომავლის ბანაკში". ახალგაზრდებისთვის შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციასა და ცხვორების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას. პროგრამა დატვირთულია, როგორც გასართობი ასევე შემეცნებით აქტივობებით. უკრაინელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში - ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი. მონაწილეობას მიიღებენ კინოჩვენებესა და ინტელექტუალურ თამაშში - რა? სად? როდის? იმოგზაურებენ აკვაპარკსა და მარტვილის კანიონში. მოინახულებენ დადიანების სასახლეს", - აცხადებენ სამინისტროში. დღეს, 14:00 საათზე, უკრაინელი ახალგაზრდების მომავლის ბანაკში სტუმრობის შესახებ მედიას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დიასპორის სააკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მიაწვდიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.