რუბრიკები
დეპარდიემ მოწყენილობისგან სმა დაიწყო
ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მოწყენილობისგან თავის დასაღწევად, დღეში ათ ბოთლზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს სვამს. ის ამის შესახებ თავად გამოტყდა გამომცემლობა Le Soir-თან ინტერვიუში. „თუ სმას ვიწყებ, მაშინ ისე არ ვსვამ როგორც დანარჩენები. შემიძლია დავლიო 12,13,14 ბოთლი დღეში. ერთხელ ექიმებმა მთხოვეს ალკოჰოლის მოხმარების ჩემი დონის აღწერა და ვუთხარი, რომ ხანდახან ვსვამ. ძირითადად, დილის 10 საათამდე შამპანიურით ან ღვინით ვიწყებ. ამას ნახევარი ბოთლი შამპანიური ან პასტისი მოჰყვება. ამის შემდეგ, ვსადილობ და ორ ბოთლ ღვინოს ვაყოლებ. დღის მეორე ნახევარში, 17 საათამდე ვსვამ შამპანიურს, ლუდს და პასტისს. საღამოს კი დამატებით არაყს ან ღვინოს ვიღებ“, – განაცხადა მან. ამასთან ერთად დეპარდიე გამოტყდა, რომ ოპერაციის შემდეგ იძულებულია ფრთხილად იყოს. „ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. დიდი ძალა მაქვს და ენერგიით სავსე ვარ“, – დაამატა მსახიობმა. შეგახსენებთ, რომ დეპარდიე საფრანგეთში ალკოჰოლური სასმლის გამოსახდელი ქარხნების მფლობელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.