რუბრიკები
აბაშის რაიონში გამრიცხველიანება დასრულდა
აბაშის რაიონში გამრიცხველიანება დასრულდა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში"აცხადებენ ტყვირი ბოლო სოფელია , რომლითაც მთლიანად დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება აბაშის რაიონში. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველები 20 სოფელში დაუმონტაჟა 9290 აბონენტს. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" განახორციელა 2 322 500 ლარის ინვესტიცია. "აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მართალია აბაშის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა, მაგრამ სამუშაოები სხვა რეგიონებში გრძელდება და 2015 წლისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება", – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა. გამრიცხველიანების სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 3967 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიჭიმა 541544 მეტრი სიგრძის კაბელი და აგრეთვე რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები. მასალის გამოყენების პირობები
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.