რუბრიკები
მილიარდერების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ევროპა 775 მილიარდერს ითვლის, რომელთა საერთო ქონება 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს მთელ მსოფლიოში მილიარდერების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და მათი რაოდენობა, ამ დროისთვის, 2325 ადამიანს უტოლდება. ერთობლივი კვლევა UBS ბანკისა და კომპანია Wealth-X-ის ექსპერტებმა ჩაატარეს. ამა წლის ივლისის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მილიარდერების ქონება, საერთო ჯამში, 7,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. შესაბამისად, ეს ადამიანები მსოფლიოში არსებული სიმდიდრის ოთხ პროცენტს ფლობენ. კვლევის მონაცემების მიხედვით, ნათელი გახდა, რომ ე.წ. ”ახალგამომცხვარი” მილიონერების ყველაზე დიდი რაოდენობა აზიის რეგიონზე მოდის. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სიმდიდრის დაგროვება 52 ადამიანმა შეძლო და მათ შორის 33 ჩინეთის მოქალაქეა. ამასთან ერთად, მიღებული ინფორმაციის გაანალიზების დროს, ნათელი გახდა, რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი. მილიარდერების რიცხვით სიაში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, რომლის ტერიტორიაზეც 510 მილიარდერი ცხოვრობს, მეორე ადგილი 190 ადამიანით ჩინეთმა დაიკავა, მესამე და მეოთხე ადგილები დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დაიკავა 130 და 123 ადამიანით. საერთო ჯამში, ევროპა 775 მილიარდერს ითვლის, რომელთა საერთო ქონება 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კვლევის ავტორებმა იმ ქალქების სიაც გამოაქვეყნეს, სადაც მილიარდერთან შეხვედრის ალბათობა საკმაოდ მაღალია. სია ასე გამოიყურება: ლონდონი, მოსკოვი, ჰონგ-კონგი და პეკინი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.