Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფოთის პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია
სანფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომის 4 სარეზერვო ბრიგადის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე ამ დრომდე გაფიცულია.  როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ, ვიდრე კონტაქტზე არ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. გაფიცულთა მოთხოვნებია სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და ხელშეკრულებების გაფორმება. "ნავმისადგომის მუშაობა შეჩერებულია. ორი დღეა, უკვე არავინ არ გამოგვეხმაურა ხელმძღვანელობიდან. აქციას გავაგრძელებთ, ვიდრე არ დაგველაპარაკებიან", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ერთ-ერთმა გაფიცულმა ავთანდილ თუნთიამ. გაფიცულებს გუშინ ღამით შეუერთდნენ სხვა ნავმისადგომების მეამწეებიც, მთლიანობაში 45 ადამიანი, რამაც პორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გაფიცულთა ინფორმაციით, აღნიშნულის გამო რამდენიმე მათგანი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს. "სათითაოდ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გაგვათავისუფლეს. იმასაც ამბობენ, რომ სიტუაციის დალაგების შემთხვევაშიც კი, ამ 45 ადამიანიდან 4 ადამიანს, ვინც ჩვენს უფლებებზე ხმა ამოვიღეთ, არ დაგვაბრუნებენ სამსახურებში",-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი პაატა მირცხულავა. ამასთან, ორი დღის წინ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა განაცხადა, რომ გაფიცულები არ არიან პორტის ძირითადი თანამშრომლები და თავიანთ საქმიანობას პორტის საჭიროების მიხედვით ახორციელებენ. მისივე განცხადებით, ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი, ქართულ ბაზარზე არსებული ანაზღაურების მაქსიმუმს იღებენ. ქროულიმ, საკითხის შესწავლასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. გაფიცულებს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია დღეს შეხვდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.