რუბრიკები
მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 19 მილიონი დოლარი დაიხარჯება
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და კონტრაქტორკომპანიას (ერთობლივი საწარმო Pfeiffer გერმანია და Protechno -იტალია) შორის, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ.ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა, Pfeiffer-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, სლობოდან ფილიპოვიჩმა და Protechno-ს წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ჟვანიამ.ხელშეკრულების მნიშვნელობა შეაფასეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა, ქეით  ჯულიანმა.  დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს მესტიაში სასმელი წყლის გამწმენდი და ანაკლიაში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების პროექტირებასა და მშენებლობას.  კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც  აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში, რომლის მშენებლობასაც დღეს ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი პროექტია. ის სრულად უზრუნველყოფს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან. ჩამდინარე წყლების გაწმენდა განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად.პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ანაკლიაში, ისე მესტიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა. მხარეში განხორციელებული ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიმზიდველი იქნება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.