რუბრიკები
მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა მიმდინარეობს
მესტიაში გრძელდება თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება. ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს ტყე-კაფვის, მიწის მოჭრა-ტკეპნის, ბალასტის ატანისა და შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები. მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ტერიტორიაზე კი 155-მდე კონტეინერში დასაწყობებულია საბაგირო გზების მშენებლობისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარები. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 150 000 ლარი (საპროექტო სამუშაოები) 1 150 000 ლარი(სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა) გამოიყო. ხოლო საფრანგეთის მთავრობის მიერ-18 მილიონი ევრო (საბაგირო გზების მოწყობილობისათვის საჭირო ინვენტარი) გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში აშენდება 8 სათხილამურო ტრასა, რომლის საერთო სიგრძე 70 კილომეტრი იქნება. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების საერთო კოორდინაციასა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ განახორციელებს, რომელიც 100%-იანი წილის მართვის უფლებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. შპს „თეთნულდი დეველოპმენტმა“ 10 სექტემბერს უკვე გააფორმა 15,38 მლნ ლარის კონტრაქტი ავსტრიულ კომპანია “RMS Ropeway Maintenance Systems”-თან, რომელიც საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებს. თეთნულდის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.