
სანქტ – პეტერბურგის მოსკოვის რაიონული სასამრთლო ემზადება განიხილოს რუსეთის ცხრა მოქალაქის სარჩელი ამერიკელი ვარსკვლავის მადონას წინააღმდეგ: ისინი ითხოვენ მომღერლისათის 333 მლნ რუბლის (10,6 მლნ დოლარი) ოდენობით კომპენსაციის დაკისრებას მორალური ზარალისათვის.
მომჩივანები მადონას არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონის დარღვევაში სდებენ ბრალად.
თუმცა სარჩელის ძირითად საფუძველთან დაკავშირებით , რომელიც გეი–პროპაგანდი ამკრძალავი კანონის დარღვევას ეხება, არც ისე მარტივადაა საქმე. ამიტომ მოსარჩელეთა განცხადებაში საუბარია არა კანონის დარღვევაზე, არამედ მისი სავარაუდო დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანზე.
როგორც ერთ–ერთი მოსარჩელე, რუსეთის მოქალაქეთა პროფკავშირების წარომდგენელი, დარია დედოვა განმარტავს,
ციფრი 333 მლნ რუბლი, მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ „ ეს ლამაზი თანხაა“. „ შეგვეძლო მილიარდიც მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენ კონსილიუმზე გადავწყვიტეთ, რომ 333 მილიონი გვაწყობს".
მასალის გამოყენების პირობები