რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში „მაკდონალდისთვის“ მიწის უფასო გადაცემის საკითხის დამტკიცებას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
გუბერნიის შენობის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის ჯერ ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ უფასოდ „მაკდონალდისთვის“ გადაცემის საკითხი ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 11 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და მუსიკალური სკოლის შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რაც 200 ათას ლარს აჭარბებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „მაკდონალდსისთვის“ მიწის უფასოდ გადაცემის და მისი გუბერნიის შენობის გვერდით აშენება გააპროტესტეს. მათი თქმით,გუბერნიის შენობის გვერდით არსებული 1860 კვ.მ მიწის ნაკვეთის,რომლის საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს,უფასოდ გასხვისება მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით „მაკდონალდსისთვის“ მიწის სასწრაფოდ გადაცემის საკითხით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა დაინტერესებული. ის აღნიშნავს,რომ გუბერნატორმა საკრებულოს  ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღება აიძულა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, „მაკდონალდსის“ საკითხზე საჯარო განხილვისთვის განთავსებული ინფორმაციის ქვეშ მიწერილი მოქალაქეების კომენტარების ასლები წარმოადგინეს. მათი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობა გუბერნიის შენობის გვერდით "მაკდონალდსის" აშენების წინააღმდეგია. „ეს არ იყო საკრებულოს გადაწყვეტილება, ეს არის გუბერნატორ შონიას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩვენთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია შონიამ ეს ტერიტორია, რა გარიგებაშია ის თემურ ჭყონიასთან, რატომ უნდა მისცეს ჭყონიას ზუგდიდმა უფასოდ მიწა და საერთოდ, რატომ ერევა გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში?" - ამბობს ანა წითლიძე. „მაკდონალდსისთვის“ მიწის უფასოდ გადაცემას და მისი  გუბერნიის შენობის გვერდით განთავსებას, ასევე არ ეთანხმება საკრებულოში ,„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი,  თენგიზ ხარჩილავა. მან აღნიშნულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს დააკისრა. ანა წითლიძის ბრალდებებს და კითხვებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში არ უპასუხეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.