მესტიაში მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონფერენცია დასრულდა
13:45 / 26.09.2014
კონფერენციის მონაწილეებს მესტიაში სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ მიმართა. შეხვედრაზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და გამოცდილება მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვისა და განვითარების პროცესში. საქართველოს მხარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსახაში ახალი წინასწარი ნუსხის შექმნაზე მუშაობს. მიმდინარეობს მსჯელობა 8 დაცული ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირების საკითხზე, ესენია: თუშეთი, ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი, მაჭახელა, ქობულეთი, კინტრიში, კოლხეთი, მტირალა. ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები