რუბრიკები
გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლები ზუგდიდში ჟურნალისტებს შეხვდნენ(ვიდეო)
დღეს, საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში, ზუგდიდში მოქმედ ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, ძირითადად, საუბარი იყო შრომის ახალ კოდექსსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე.  პროფკავშირების წარმომადგენლის ინგა გვასალაიას თქმით, მიუხედავად ახალი შრომის კოდექსის მიღებისა, რომელმაც გარკვეულწილად გააუმჯობესა შრომითი უფლებები, როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულებიც სათანადო დონეზე არ ეკიდებიან. ინგა გვასალია ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ცდილობს მთავრობასთან მიაღწიოს შეთანხმებას  შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც გააკონტროლებს დამსაქმებელს. "პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებს და ამჯერად შევხვდით ჟურნალისტებს. პირველ რიგში თუ ჟურნალისტის უფლებები არ არის დაცული, ძნელია სხვის უფლებებზე საუბარი", - ამბობს ინგა გვასალია. ამასთან, ინგა გვასალაიამ ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტებს პროფკავშირის შექმნა შესთავაზა, რადგან, მისივე ქმით, კავშირის არსებობის შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრა  უფრო ეფექტური და მარტივი იქნება. ცნობისთვის, საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები 2013 წლის 12 ივნისს შევიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.