ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
15:54 / 26.09.2014
25 ადგილიანი (სეზონური გაფართოებით 50 ადგილი) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გარახას უბანში ამ დრომდე არსებული საბავშვო ბაღის ხის ნაგებობის დემონტაჟი მოხდა. სასწავლო პროცესი კი დროებით, ნაქირავებ ფართში გრძელდება, რომლის დაფინანსებაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით (თანადაფინანსებით) ხორციელდება. პროექტის ღირებულება 249 858 ლარია. სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 150-200 ბავშვზეა გათვლილი. თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების მშენებლობისათვის თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 499 700 ლარს შეადგენს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები