ჯორჯ კლუნიმ ოჯახი შექმნა! საქორწინო ცერემონია გრანდიოზული არ ყოფილა. მას მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ. წვეულება კი ვენეციის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. სტუმართა შორის იყვნენ მეთ დეიმონი მეუღლითურთ, ჯონ კრასინსკი, ემილი ბლანტი, ბილ მურეი და სხვები.
ახალდაქორწინებული წყვილი მეორე დილითვე შენიშნეს – ისინი სინდი კროუფორდსა და რანდე გერბერთან ერთად იტალიურ საუზმეს მიირთმევდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კლუნისა და ამალ ალამუდინის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. თავდაპირველად ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. გასული წლის ოქტომბერში კი წყვილმა მეგობრობის სიყვარულში გადაზრდა დაადასტურა. აპრილში ჯორჯი და ამალი დაინიშნნენ და აფრიკაში რომანტიკული მოგზაურობა მოიწყვეს. კლუნის მეუღლე პროფესიით ადვოკატია.
აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები ჯორჯ კლუნის ბედნიერი დღიდან:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები