რუბრიკები
BLACK SABBATH-ის ახალი ალბომი
ბოლო ალბომის “13”-ის წარმატების შემდეგ Black Sabbath-მა კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა. ოზი ოსბორნი იმედოვნებს, რომ დაიწყებს ჩაწერას გიტარისტ ტონი ლომისთან და ბასისტ გიზერ ბატლერთან ერთად 2015 წლის დასაწყისში. ოსბორნის თქმით, ახალ ალბომთან ერთად, ისინი ფინალურ ტურსაც გეგმავენ. 13-ისა და ბოლო ტურნეს წარმატების მიუხედავად, ჯგუფის ახალი ალბომისა და ტურნეს საკითხი რამდენიმე ფაქტორის გამო დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთ-ერთი მიზეზი ტონი ლომის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. მას ჯერ კიდევ 13-ის გამოსვლამდე დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, თუმცა გიტარისტმა ახალი ალბომისა და ტურის მზადებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ოსბორნის ინტერვიუდან ირკვევა, ახალ ალბომზე და ტურზე მუშაობა ოზის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყეს. “დრო არ არის ჩვენს მხარეს. მე აღარ ვარ 21 წლის და მინდა ეს მანამდე გავაკეთოთ, სანამ 70-ის გავხდები. ეს მოხდება ახლა ან არასოდეს. არ ვიცი სად დავიწყებთ ჩაწერებს, ინგლისში თუ სხვაგან, მაგრამ მე მზად ვარ ამისათვის მთვარემდეც ვიფრინო” – აცხადებს ოზი ოსბორნი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.