რუბრიკები
ზუგდიდში პროკურატურასთან 83 წლის ქალმა შიმშილობა გამოაცხადა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან 83 წლის ნელი გერგედავამ შიმშილობა გამოაცხადა. ის პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად 10- მდე ნათესავი და ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა იმყოფებიან. „შვილიშვილმა სახლ-კარი თაღლითური გზით წამართვა. მივმართე ყველას, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ახლა სახლიდან მაგდებენ. შიმშილობა დავიწყე, მირჩევნია აქ მოვკვდე“, - ამბობს ნელი გერგედავა. გერგედავას ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით მათ ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს, ასევე პროკურატურას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დაზარალებული ნელი გერგედავა პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ზუგდიდის რაიონულ პროკურორს,რომელიც მას საქმის ობიექტურ გამოძიებას დაპირდა, თუმცა, ნელი გერგედავა საოლქო პროკურორ გიზო უბილავასთან ითხოვს შეხვედრას და შიმშილობას აგრძელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.