ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე საკრებულოსაც ტოვებს
12:27 / 03.10.2014
ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა კონსულტაციები 10 დღეში დაიწყება, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუა აცხადებს. საკრებულოს წევრების თქმით, ამ ეტაპზე კანდიდატურა არ სახელდება, თუმცა ისინი თავმჯდომარის პოსტზე ფრაქციის ერთ-ერთ წევრს დაასახელებენ. როგორც საკრებულოს იურიდიულ სამსახურში განმარტეს, საკრებულოს ერთი მესამედი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს, რის შემდეგაც სხდომა დაინიშნება. საკრებულოს 3 წევრი კანდიდატურას დაასახელებს, შესაძლებელია დასახელდეს რამდენიმეც. თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება. ამ ეტაპზე, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ზურაბ ფაჩულია ასრულებს. გუშინ ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადააყენეს. ხარჩილავას იმპიჩმენტის საკითხი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" დააყენა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, ყოფილი თავმჯდომარე უფლებამოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა. ოთარ ხარჩილავას განცხადებით, მას კანონის თანახმად უფლება აქვს საკრებულოს წევრი იყოს, თუმცა საკრებულოს უახლოეს დღეებში დატოვებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები