რუბრიკები
ხამისკურის მოსახლეობა მალე უსაფრთხო სასმელ წყალს მიიღებს
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა,არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორი როსტომ გამისონია და ამავე ორგანიზაციის დასავლეთ რეგიონის კოორდინატორი როსტომ დარახველიძე დღეს ხამისკურის მოსახლეობას შეხვდნენ. ბოლო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი წყალსადენი სისტემების გამო მოსახლეობას უსაფრთხო სასმელი წყალი არ მიეწოდება. ხამისკურის მოსახლეობის მიერ გაკეთდა სათაო ნაგებობა,საიდანაც გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ერთობლივი თანამშრომლობით შეიცვლება მილები და ძველს ახალი მაგისტრალი ჩაანაცვლებს. პროექტის განხორციელების შემდეგ ხამისკურის 110 ოჯახი,საჯარო სკოლა,საბავშვო ბაღი და კერძო საწარმოები სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება. წყალს ჩაუტარდება ქიმია-ბიოლოგიური ანალიზი. გამგებელი მოსახლეობას სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით თანადგომას დაჰპირდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.