რუბრიკები
ჯენიფერ ლოურენსი საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონია
მართალია, „შიშველი სკანდალის“ მთავარი მსხვერპლი გახდა, მაგრამ ამას ჯენიფერ ლოურენსის პოპულარობასა და სამსახიობო კარიერაზე უარყოფითად არ უმოქმედია. 24 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი, რომელმაც უკვე მოირგო ქრის მარტინის ახალი შეყვარებულის სტატუსი, მსოფლიოს საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონთა სიის სათავეში მოექცა! ჯენიფერმა ამ მაჩვენებლით ჩაანაცვლა კრისტენ სტიუარტი, რომელიც ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. შუა, მეორე ადგილი კი ლუპიტა ნიონგომ დაიკავა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქცევდა ყურადღებას თავისი გამორჩეული დიზაინის კაბებითა და ჩაცმულობით. საუკეთესოდ შემოსილთა ლიდერ სამეულს მეოთხე პოზიციით მოსდევს „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი ემა უოტსონი, რომელმაც გემოვნებით მეექვსე ადგილზე მყოფ ანჯელინა ჯოლისაც კი აჯობა. მეხუთე ადგილის მფლობელი „ჭორიკანა“ ბლეიკ ლაივლი გახდა. ათეულის ბოლო პოზიციებს იკავებენ კეტი პერი, ჯენიფერ ენისტონი და ემა სტოუნი. რაც შეეხება მეთერთმეტე ადგილს, ის ლედი გაგამ დაიკავა, რაც არც არის გასაკვირი მისი არაორდინარული ჩაცმულობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის აოცებს გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ. სიაშია ვიქტორია ბექჰემიც, რომელსაც ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და ფლორენს უელში უსწრებენ. 50 საუკეთესოდ ჩაცმულ ქალთა შორის, ასევე, მოხვდნენ: კარა დელევინი, კეიტ მოსი, კიმ კარდაშიანი, მაილი საირუსი, შერილ ფერნანდესი, კაილი მინოუგი და ლილი ალენი, რომელიც სიაში ბოლო ადგილს იკავებს. „მთავარი ის კი არ არის, რას იცვამს, მთავარია, როგორ აცვია! ჯენიფერ ლოურენსს შეუძლია, ‘დიორის’ კაბა ისეთივე კომფორტულად წარმოაჩინოს, როგორც ყოველდღიური სპორტული ტანისამოსი! თანაც, ახერხებს, რომ ყველა სტილი ერთნაირად ლამაზად მოირგოს…“ – წერს ჟურნალი „Glamour“-ი რეიტინგის ლიდერზე. „50 საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონის“ სია სრული სახით “Glamour”-ის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ამ რეიტინგს ჟურნალი უკვე მეთორმეტედ აქვეყნებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.