ირაკლი ხინთბა: მდ. ენგურზე მდებარე საზღვარი საქართველოში "ადმინისტრაციული საზღვარი" ჰგონიათ
12:50 / 06.10.2014
"საქართველოში არის წარმოდგენა, რომ მდ. ენგურზე მდებარე საზღვარი არა სახელმიფოთაშორისი, არამედ ადმინისტრაციული საზღვარია",- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აფხაზების გადაწყვეტილების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ენგურზე მდებარე ექვსი გამშვები პუნქტიდან ხუთი უნდა დაიხუროს. " საქართველო-აფხაზეთის საზღვარი უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც სახელმწიფოთაშორისი საზღვარი. საქართველოში არის წარმოდგენა ამ საზღვრის შესახებ, როგორც ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ. ჩვენ მას გავამაგრებთ. მასზე იქნება განთავსებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რათა ამ საზღვრის გადაკვეთა მკაცრად განსაზღვრული აფხაზეთის კანონმდებლობით ხდებოდეს", - აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის ერთიანი საგარეო თავდაცვითი კონტურის შექმნაზე რუსეთის ფედერაციასთან.მისივე თქმით, იმისათვის, რათა ეს თავდაცვითი საგარეო ერთიანი კონტური ფუნქციონირებდეს, აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს დაცული საქართველო-აფხაზეთის საზღვარი, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს. "ეს არის იდეა, რომელიც დღეს განიხილება და რომელიც სავარაუდოდ, გამყარებული იქნება აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმებით მეგობრობის, თანამშრომლობისა ურთიერთდახმარების შესახებ, რომლის ხელმოწერაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება",- აცხადებს ხინთბა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები