რუბრიკები
ფოთში მეთევზეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მეთევზეები მთავრობის იმ დადგენილებას აპროტესტებენ,რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით, ტერიტორიულ წყლებში სახლართი ბადეებით თევზაობა აიკრძალა. მეთევზეები აცხადებენ, რომ სხვა საშუალებით მათ თევზაობა არ შეუძლიათ და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. "სასროლი ბადეებით თევზს ვერ ვიჭერთ, ოჯახები გვყავს და ლუკმა-პურს თევზაობით ვშოულობთ, ვითხოვთ დახმარებას და ყურადღებას",- აცხადებენ მეთევზეები. დღეს აქციის მონაწილეებს კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე შეხვდა. იგი მეთევზეებს დახმარებას დაჰპირდა.ჯიბლაძემ განაცხადა,რომ საკითხი მთავრობის სხდომაზე გადის და როგორც მისთვის ცნობილია,სახლართი ბადეებით თევზაობა კვლავ დაიშვება.მეთევზეები ამბობენ,რომ თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,ისინი საპროტესტო აქციას ისევ გამართავენ. მთავრობის გადაწყვეტილებას ფოთში 400-მდე ოჯახი ელოდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.