რუბრიკები
"კვირა ნარჩენების გარეშე“-ეკოაქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ქ.ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ ბოტანიკურ ბაღში ეკოაქცია „ კვირა ნარჩენების გარეშე“ გაიმართა. ღონისძიებაში პროექტის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორის მიშიკო როგავას განაცხადებით, „პროექტის მიზანია, დასუფთავდეს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიულ - რეკრეაციული ზონა და ამასთან ერთად ახალგაზრდებში ხელი შევუწყოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.“ მისივე განმარტებით ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ზუგდიდის მერია და დასუფთავების სამსახური. რომელმაც სპეციალური ბრიგადა და ტექნიკა გამოყო. ცნობისთვის: ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება,“ რომლის ფარგლებშიც თითოეულ სკოლაში დაარსდა ოთხი მიმართულობის კლუბი: საბუნებისმეტყველო, ცხოვრების ჯანსაღი წესისი, სამოქალაქო და ეკოლოგიური განათლების კლუბები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.