რუბრიკები
მდნარი შოკოლადის ნამცხვარი "ლავა"
ინგრედიენტები: კარაქი - 55 გრ. + საცხობი ჭურჭლისთვის შავი შოკოლადი (60%-იანი და ზემოთ) - 85 გრ. კვერცხი - 1 ც. + 1 კვერცხის გული შაქარი - 25 გრ. მარილი - დანის წვერზე რაც დაეტევა ფქვილი - 1 ს.კ. თავმობმული (დაახლ. 25 გრ.) რეცეპტით გამოდის 2 ნამცხვარი მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ პროპორციები და ტემპერატურა, რაც რეცეპტშია მოცემული. ნამცხვრის გამოსაცხობად დაგჭირდებათ კერამიკის საცხობი ფორმები. ფორმებს შიგნიდან, ყველა გვერდზე წაუსვით ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შედგით საყინულეში. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოიღეთ, ისევ წაუსვით კარაქი და დააბრუნეთ საყინულეში. გაახურეთ ღუმელი 230 C-მდე. ორმაგ ქვაბში (მდუღარე წყლის აბაზანაზე) გაადნეთ კარაქი და შოკოლადი. ბოლომდე რომ გადნება შოკოლადი, კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს. ამასობაში, ცალკე, პატარა ჯამში, მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გული და შაქარი 3-4 წუთის განმავლობაში. მასა სქელი და ფერმკრთალი გახდება. შეურიეთ გამდნარი შოკოლადის მასა და კარგად მოურიეთ მიქსერით. უცებვე შეურიეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და ჩაასხით საცხობ ფორმებში. მასა იმდენად თხელია, რომ შესაძლოა იფიქროთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და ნამცხვარი არ გამოცხვება, თუმცა ნუ დანებდებით - გააგრძელეთ, როგორც რეცეპტშია მოცემული. შედგით ღუმელში 7-8 წუთით (ცხობის დროს არ გააღოთ ღუმელის კარი). როგორც კი ნამცხვრის ზედაპირი მოშრება, გამოიღეთ ღუმელიდან და ნამცხვარი ფორმებში აუცილებლად დატოვეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ზემოდან დაადეთ თეფში და თეფშიანად გადმოაპირქვავეთ ფორმა. ფრთხილად აიღეთ ფორმა - ნამცხვარი კი თეფშზე დარჩება. გარედან ნამცხვარი იმდენად ჰაეროვანია, რომ არ გირჩევთ ნაყინის ბურთულა ზემოდან დაადოთ, თორემ შესაძლოა ნამცხვარი გასკდეს. მორთეთ სურვილისამებრ შოკოლადის სოუსით, ან ლიმონის ცედრით (რომელიც ძალიან აგემრიელებს). აუცილებლად მიართვით ვანილის ნაყინთან ერთად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.